უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
სამწუხაროდ, ერთი მაგარი, აქ დაბადებული ვაჟკაცი ქართველი დავკარგეთ, - წერს ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში.
არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი გიორგი ნარმანია ბახმუტთან ბრძოლებს ემსხვერპლა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე 37 ქართველი მებრძოლია დაღუპული.