უკრაინაში ახალი ტიპის კორონავირუსით „კრაკენით“ (XBB.1.5) ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია სუმის რეგიონის მცხოვრებს აღმოაჩნდა.
ამის შესახებ RBC-უკრაინა ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც უწყებაში განმარტავენ, „კრაკენი" დაუფიქსირდა პირს, რომელსაც კოვიდვაქცინირებული არ იყო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, „კრაკენს“ არ გააჩნია კონკრეტული მუტაციები, რაც მას სხვა ქვევარიანტებთან შედარებით უფრო სახიფათო ხდის.