უკრაინის ომთან დაკავშირებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ომმა და ბრიუსელის მიერ დაწესებულმა სანქციებმა დიდი ეკონომიკური ძვრა და კატასტროფული ინფლაცია გამოიწვია. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის წინაშეა. უნგრეთი ამ ომისგან შორს უნდა დარჩეს, - განაცხადა ორბანიმ.
საგანგებო მდგომარეობის პირობებში მიღებულ პირველ ზომებს უნგრეთის მთავრობა 25 მაისს დაასახელებს.
უკრაინაში მიმდინარე ომის გამო უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.