უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკაში მდგრადობის ნიშნები ფიქსირდება - ISET

უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკაში მდგრადობის ნიშნები ფიქსირდება - ISET

access_time2022-10-14 00:00:16

უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, 2022 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს ეკონომიკაში მდგრადობის ნიშნები ფიქსირდება.  ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროგნოზი მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 2022 წლისთვის წლიურ 13.8%-ს შეადგენს. ISET-ის მონაცემებით, ეკონომიკურ ზრდას დადებითი გავლენა ექნება ინფლაციაზეც, რომელმაც უკვე ორნიშნა ციფრს მიაღწია და 2022 წლის აგვისტოში წლიური 10.9% შეადგინა (საქსტატი, 2022 წლის სექტემბერი).


როგორც ISET-ში აცხადებენ, 2021 წელს დაფიქსირებული მოსალოდნელი აღდგენის შემდეგ, 2022 წელს გლობალური ეკონომიკური პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა (IMF, July 2022). 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, 2020 წლის შემდეგ პირველად, გამოიწვია გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების ვარდნა.


უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის პირდაპირი შედეგების გარდა (ნავთობისა და გაზის ფასების ზრდა, ძირითადი საკვების გლობალური დეფიციტი), მზარდმა ინფლაციამ შეერთებულ შტატებში, ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში ფინანსური პირობების გაუარესება გამოიწვია, რამაც, თავის მხრივ, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის საერთაშორისო ბაზრებზე სესხის აღება გაართულა.


„გარდა ამისა, ჩინეთში COVID-19-ის ბოლოდროინდელი აფეთქებით გამოწვეულმა იზოლაციამ და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეულმა უარყოფითმა შედეგებმა შეანელა ჩინეთის ეკონომიკური ზრდა. ამ მოვლენების გამო, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მოსალოდნელი გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შარშან არსებული 6,1%-დან 3.2%-მდე შეამცირა.



IMF-ის ვარაუდით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში 2022 წელს ნელი, მაგრამ ზომიერი ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდება: სომხეთში (წლიური +1.5%), აზერბაიჯანში (წლიური +2.8%) და თურქეთში (წლიური +4%). მეორე მხრივ, მოსალოდნელია რუსეთის ეკონომიკის ზრდა უარყოფით ნიშნულზე დარჩეს (წლიური -6%). შემცირდა განვითარებადი ბაზრების ეკონომიკის (EMDE) ქვეყნების მოსალოდნელი ზრდის მაჩვენებელიც. ამჟამად, მათი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წლიურ 3.6%-ს შეადგენს, 2021 წლის 6.8%-იანი ზრდის ფონზე (IMF, July 2022).


საქართველოში ზრდის პროგნოზმა წელს მოულოდნელი ბიძგი მიიღო. საქსტატის მიერ ჩატარებული მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის მაჩვენებლის უახლესი შეფასებით, სამომხმარებლო მოთხოვნის მაღალი მაჩვენებლის გამო, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2022 წლის მე-2 კვარტალში 7.1%-ს შეადგენდა (საქართველოს ეროვნული ბანკი, 2022 წლის აგვისტო).


ეს, ნაწილობრივ, შეიძლება გამოწვეული იყოს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი შემოდინებით და რუსეთიდან ფულადი გზავნილების უპრეცედენტო რაოდენობით (მაგ., 2022 წლის პირველ შვიდ თვეში რუსეთიდან გზავნილების შემოდინების მაჩვენებელი შვიდჯერ აღემატება 2021 წლის იმავე პერიოდში არსებულ შემოდინების მაჩვენებელს).


საგარეო სექტორის გაუმჯობესებისა და მაღალი საკრედიტო აქტივობის გამო, ეროვნული ბანკის პროგნოზირებული რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 4.5%-დან 9%-მდე დაკორექტირდა (სებ, 2022 წლის მაისი)“, - აცხადებენ ISET-ში.


თეგები:
ISET



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up