უკრაინაში მიხაილ ფრიდმანის „ბორჯომის“ აქტივები დააყადაღეს

უკრაინაში მიხაილ ფრიდმანის „ბორჯომის“ აქტივები დააყადაღეს

access_time2022-06-14 22:26:56

უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს თანამშრომლებმა რუსი ოლიგარქის კუთვნილი მინერალური წყლის წარმოებისა და რეალიზაციის კომპანიის კორპორატიული უფლებები დააკავეს.

 

ბიურო ოლიგარქის ვინაობასა და კომპანიის სახელს არ ამხელს, თუმცა უკრაინული „ნოვოე ვრემია“ წერს, რომ საუბარია კომპანია IDS Group-ზე, რომელსაც უკრაინაში საერთაშორისო კომპანია, IDS Borjomi International ფლობს, ხოლო IDS Borjomi-ის მაჟორიტარი მფლობელი „ალფა ჯგუფის“ რუსული სტრუქტურაა, რომლის მთავარი ფიგურა და თანამფლობელი რუსი მილიარდერი, მიხაილ ფრიდმანია.

 

IDS Group უკრაინის მინერალური წყლის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს ცნობით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსი ოლიგარქი კომპანიას კვიპროსული კომპანიების მეშვეობით ფლობს.

 

ბიუროს განცხადებაში წერია, რომ „რუსი ბიზნესმენები ცდილობდნენ, შესაძლო სანქციები და უკრაინის კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლების ჩამორთმევა თავიდან აეცილებინათ. კერძოდ, ფიქტიური შეთანხმებებით, ისინი უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე აქტივების საკუთრებიდან გატანას გეგმავდნენ.“

 

გამომძიებელმა მოსამართლემ ყადაღა დაადო კომპანიის კორპორატიულ უფლებებს, რომლებიც ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი სახსრების სახით ჯამში 53,4 მლნ გრივნის (1 807 130 დოლარის) ოდენობის საწესდებო კაპიტალის წილებს შეადგენს.


 

ბიუროს ერთ-ერთი საკონსულტაციო სააგენტოს ღია მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, 2021 წელს ბრენდის სავარაუდო საბაზრო ღირებულებამ 10 მლრდ გრივნაზე (338 059 274 დოლარზე) მეტი შეადგინა.

 

რუსი ოლიგარქისა და ბიზნესმენების მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის წინასასამართლო გამოძიებას, გენერალური პროკურატურის პროკურორების საპროცესო ხელმძღვანელობით, ბიუროს დეტექტივები აწარმოებენ. ოპერატიულ მხარდაჭერას ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტი ახორციელებს. ყოვლისმომცველი გამოძიების მიზნით, ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურო ფინანსური მონიტორინგის სახელმწიფო სამსახურთან, ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბაზრის ეროვნულ კომისიასთან, ასევე, სახელმწიფო საგადასახადო სამსახურთან თანამშრომლობს.

 

IDS Group-ის პორტფოლიო „მორშინსკის,“ „მირგოროდსკის,“ „ბორჯომის,“ Aqua Life-ისა და Hemp Water-ის სავაჭრო ნიშნებით მინერალური ბუნებრივი და სასმელი წყლის მოპოვება-გაყიდვის ბიზნესს მოიცავს.

 

2021 წლის სექტემბერში Dragon Capital-ის კომპანიების ჯგუფმა, რომელიც ჟურნალ „НВ“-ს („ნოვოე ვრემიას“), ვებგვერდ NV-სა და რადიო NV-ს ფლობს, IDS Borjomi International-ისგან Aqua-Eco-ს ჯგუფი შეიძინა. Aqua-Eco მინერალური წყალ „ტრუსკავეცკაიას“ მწარმოებელია.

 

მაისში უკრაინის სასამართლომ ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანის ოფშორული აქტივები დააყადაღა. დააკავეს იმ ჰოლდინგური კომპანიის ანგარიშები, რომელიც „ალფა-ბანკის“ 40%-ზე მეტს ფლობს.


Bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up