უკრაინაში ომის 1 წლის თავზე რა სავაჭრო ურთიერთობებია უკრანა-საქართველოს შორის

უკრაინაში ომის 1 წლის თავზე რა სავაჭრო ურთიერთობებია უკრანა-საქართველოს შორის

access_time2023-02-23 14:30:18

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინის სავაჭრო ბრუნვა შემცირდა. ომის ფაქტორის გათვალისწინებით შემცირდა საქართველო-უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელიც.



საქსტატის ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის იანვარში საქართველოდან უკრაინაში 6,342.79 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც 2022 წლის იანვრის მაჩვენებლებთან შედარებით 80%-ით ნაკლებია.



2023 წლის იანვარში უკრაინიდან საქართველოში 16,132.83 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის იანვარში საქართველოში უკრაინიდან 33,838.88 ათასი დოლარის პროდუქციის იმპორტი დაფიქსირდა. შესაბამისად კლება 52%-ია.


სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, იანვარში უკრაინიდან საქართველოში ყველზე დიდი რაოდენობით (წონით) სიმინდის იმპორტი განხორციელდა. საანგარიშო პერიოდში საქართველომ უკრაინიდან 889.62 ათასი დოლარის ღირებულების 2,051.28 ტონა სიმინდი იყიდა. მეორე ადგილზე კი კოპტონია.




უკრაინიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ტოპ-5 პროდუქციის ჩამონათვალი:


1. სიმინდი - 2,051.28 ტონა
2. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - 1,310.32 ტონა
3. მზესუმზირის თესლი - 644.52 ტონა
4. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული მცენარეული ცხიმების ექსტრაჰირებისას - 600.00 ათასი დოლარი
5. ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 221.00 ათასი დოლარი.



რაც შეეხება საქართველოდან უკრაინაში ექსპორტირებულ პროდუქციას პირველ ადგილზეა ეთილის სპირტი. ტოპ-5 საექსპორტო პროდუქცია:

1 ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 576.20 ტონა
2 ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 400.15 ტონა
3 ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული - 398.80 ტონა
4 ყურძნის ნატურალური ღვინოები - 244.87 ტონა
5. მინერალური ნივთიერებები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 175.80 ტონა.



აღსანიშნავია, რომ ომამდე იანვრის და ომის დაწყების შემდეგ იანვრის სავაჭრო სტატისტიკურ მაჩვენებლებში ორ ქვეყანას შორის სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალი მნიშვნელოვნადაა შეცვლილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up