უკრაინაში ომის დაწყების დღიდან დღემდე დაახლოებით 126 160 რუსი ოკუპანტია ლიკვიდირებული, მათ შორის 650 ჯარისკაცი მხოლოდ ბოლო დღეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.
გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურა: 3197 მტრის ტანკი (+8), 6366 ჯავშანტექნიკა (+22), 2195 საარტილერიო სისტემა (+7), 453 MLRS, 221 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 293 თვითმფრინავი, 284 შვეულმფრენი, 1947 ტაქტიკური საჰაერო ხომალდი, 796 საკრუიზო რაკეტა, 18 გემი/ნავი, 5037 მანქანა და საწვავის სატვირთო მანქანა (+10) და 199 ცალი სპეცტექნიკა.