უკრაინაში, ომის დაწყების დროიდან, 1413-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„2023 წლის 8 აპრილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად 1413-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და დაშავდა. კერძოდ, დაიღუპა 467 ბავშვი, ხოლო 946-ზე მეტი დაშავდა“, - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 448 ბავშვი, დონეცკის ოლქში დაიღუპა და დაშავდა, მას მოჰყვება ხარკოვის ოლქი 275 დაშავებული და დაღუპული ბავშვით და კიევის ოლქი 127 დაშავებული და დაღუპულით.