უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინაში რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას საქმიანობას უჩერებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წუხელ განაცხადა.
საქმიანობის უფლება შეუჩერდება შემდეგ პარტიებს: „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“, "შარიას პარტია"; "ჩვენები; "; "მემარცხენე ოპოზიცია"; "მემარცხენე ძალების კავშირი"; "ძალაუფლება"; "უკრაინის პროგრესული სოციალისტური პარტია"; "უკრაინის სოციალისტური პარტია"; "სოციალისტები"; "ვლადიმერ სალდოს ბლოკი.“
„ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ, ფართომასშტაბიანი ომისა და ამ სახელმწიფოსთან ზოგიერთი პოლიტიკური სტრუქტურის კავშირების გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება საომარი მდგომარეობის პერიოდში შეჩერებულიყო მთელი რიგი პოლიტიკური პარტიების ნებისმიერი საქმიანობა,“- განმარტა ზელენსკიმ.