თავისუფალი ცივილიზაციის შესანარჩუნებლად საუკეთესო გზა დასავლეთის მიერ ვლადიმირ პუტინის ძალების დამარცხებაა - ამის შესახებ ამერიკელი მილიარდერისა და ფილანტროპის, ჯორჯ სოროსი აცხადებს.
„[რუსეთის] შეჭრა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი შეიძლება ყოფილიყო და ჩვენი ცივილიზაცია შეიძლება ვერ გადაურჩეს მას. ჩვენი ცივილიზაციის შენარჩუნების საუკეთესო და ალბათ ერთადერთი გზა პუტინის რაც შეიძლება მალე დამარცხებაა, - აღნიშნა სოროსმა.
ჯორჯ სოროსის აზრით, პუტინი ახლა მიიჩნევს, რომ უკრაინაში შეჭრა შეცდომა იყო და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებისთვის ემზადება.
„მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა მიუღწეველია, რადგან მისი [პუტინის] ნდობა შეუძლებელია. რაც უფრო სუსტდება პუტინი, მით უფრო არაპროგნოზირებადი ხდება, - განაცხადა მან.