რუსეთმა კურილის კუნძულების სამხრეთი ნაწილის ოკუპაცია მოახდინა, რაც ისევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს, როგორც უკრაინაზე თავდასხმა. ამის შესახებ ორშაბათს იაპონიის პარლამენტში გამართულ დებატებზე იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორმა ხიდეკი უიამამ განაცხადა.
ბოლო წლების განმავლობაში იაპონიის მთავრობა ერიდებოდა ტერმინის „ოკუპაცია“ გამოყენებას სამხრეთ კურილებზე საუბრებში და შემოიფარგლებოდა განცხადებით, რომ „ამ კუნძულებზე იაპონიის სუვერენიტეტი ვრცელდება“.