რუსმა ოლიგარქებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე თავისი აქტივები შვილებზე და ბიზნესპარტნიორებზე გადააფორმეს, რათა ქონება სანქციებისგან გადაერჩინათ. ამის შესახებ ნათქვამია FinCen-ის (ფინანსური დანაშაულთან ბრძოლის აღმსრულებელი სააგენტო, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი უწყება) ანგარიშში.
FinCen ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 2022 წლის თებერვლის ბოლოს, ზუსტად რუსეთის უკრაინაში შეჭრის პერიოდში, რამდენიმე რუსმა ოლიგარქმა თავისი კომპანიების თუ ანგარიშების ფლობის უფლება შვილებს, ოჯახის სხვა წევრებს ამ ახლო ბიზნეს პარტნიორებს გადასცეს. ამასთან ზოგიერთმა უშუალოდ სანქციების დაწესებამდე.
ფინანსურმა ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ საკუთრების გადაცემა შესაძლოა პოტენციურად დაეხმაროს ოლიგარქებს სანქციებისა და აქტივების შესაძლო ჩამორთმევის თავიდან აცილებაში.
რამდენიმე ოლიგარქმა მსხვილი ფულადი გადარიცხვა განახორციელა თავის შვილთან, განსაკუთრებით მათთან, რომლებიც აშშ-ში სწავლობენ და ამ გადარიცხვებით დაფინანსდა მსხვილი შენაძენები, როგორიცაა საცხოვრებელი უძრავი ქონება და ფუფუნების საგნები.
რამდენიმე ოლიგარქმა გაუგზავნა ფულის დიდი გადარიცხვები თავის შვილებს, განსაკუთრებით მათ, ვინც სწავლობს აშშ-ში, და ამ გადარიცხვებით აფინანსებდა მსხვილ შესყიდვებს, ჩვეულებრივ, საცხოვრებელ უძრავ ქონებას და ფუფუნების საქონელს აშშ-ში.
FinCen-ი არ ასახელებს რუს ოლიგარქების ვინაობას და თანხებს, რომლებიც მათ სანქციების თავიდან ასაცილებლად გადარიცხეს.
ცნობისთვის, რომან აბრამოვიჩის მილიარდობით დოლარის აქტივების მფლობელი ტრასტების რეორგანიზაცია2022 წლის თებერვლის დასაწყისში განხორციელდა, რათა რუსი ოლიგარქისთვის სანქციების დაწესებამდე ცოტა ხნით ადრე ქონებაზე უფლება მის შვილებს გადასცემოდათ.