უკრაინაში რუსული ინტერვენციით მიღებულმა ზარალმა $0.5 ტრლნ-ს გადააჭარბა

უკრაინაში რუსული ინტერვენციით მიღებულმა ზარალმა $0.5 ტრლნ-ს გადააჭარბა

access_time2022-03-29 11:55:23

უკრაინაში რუსული ინტერვენცია გრძელდება. კიევში ადამიანურ მსხვერპლთან ერთად ზარალსაც ითვლიან, რომელიც ყოველდღიურად იზრდება. უკვე განადგურებული ინფრასტრუქტურისა და შეჩერებული პროექტებით გამოწვეული დანაკარგის აღდგენას წინასწარ მონაცემებით $560 მლრდ-ზე მეტი დასჭირდება, რომელიც ნაწილობრივ შეიძლება რუსეთის გაყინული რეზერვებიდან დაიფაროს. სავალუტო ფონდის პროგნოზით წელს უკრაინის ეკონომიკა მინიმუმ 10%-ით შემცირდება.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.


დათვლილი ზარალი - $565 მლრდ, მხოლოდ შენობების ნგრევის საფასური არ არის, მასში შედის, პირდაპირი საბიუჯეტო დანაკარგი, შეჩერებული ინვესტიციები, შეჩერებული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები.



სავალუტო ფონდის პროგნოზი, არსებული ნგრევის ფონზე, ზედმეტად ოპტიმისტურად გამოიყურება. უკრაინის ეკონომიკა 2014 წელს 10.%-ით, ხოლო 2015 წელს 9.8%-ით შემცირდა. მაშინ უკრაინამ ყირიმის ნახევარკუნძული თავისი პორტებით და ნახშირით მდიდარი დონეცკის ოლქი დაკარგა. დღეს ქალაქების განადგურების მასშტაბი აბსოლუტურად სხვა არის. ყოველი მეოთხე უკვე საკუთარ სამშობლოში იძულებით გადაადგილებულად იქცა, ყოველი მე-12 უცხო ქვეყანაში ლტოლვილად, რაც თავის მხრივ საქართველოს მოსახლეობას უთანაბრდება. ქალაქების განადგურების მასშტაბიც 8 წლის წინანდლისგან შედარებით აბსოლუტურად სხვა არის. 2014-ისგან განსხვავებით წელს საერთაშორისო დახმარებაც ბევრად მეტი იქნება, მაგრამ ჯერ ომი გრძელდება, რასაც ჯერ დასრულების პირი არ უჩანს. არავინ აღადგენს კორპუსს, თუ ეცოდინება, რომ მეორე დღეს სარაკეტო იერიშით შესაძლოა ისევ დაინგრეს.


2014 წლამდე უკრაინაში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მაჩვენებელს მცირედით აჭარბებდა, ჯამურად 19%-იანი ვარდნის შემდეგ კი მასაც ჩამორჩა. მაშინ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპიც შემცირდა, რაც ნაწილობრივ უკრაინაში გამოუცხადებელ ომთან იყო დაკავშირებული. წელს ნეგატიური გავლენა გაცილებით დიდი იქნება, ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის შეფასებით რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს ეკონომიკას დაახლოებით $1 მლრდ-ით აზარალებს.


ომი გრძელდება. უკრაინაში პარტიზანული მოძრაობის გასაძლიერებლად ტყეების შეფოთვლას ელოდებიან. რუსული საოკუპაციო არმიის თითოეული დღე უკრაინისთვის ასობით დაღუპულისა და ათობით მლრდ-ის დანაკარგს ნიშნავს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up