26 იანვარს უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. როგორც ოპერატიული სარდლობის სამხრეთის პრესმდივანი ნატალია გუმენიუკი აცხადებს, მოსალოდნელია მასიური სარაკეტო შეტევა, აგრესორი რუსეთის სტრატეგიული ავიაცია გააქტიურებულია კასპიის ზღვის მიმიართულებიდან. უკრაინის მოსახლეობას მოუწოდებენ, არ უგულვებელყონ საჰაერო განგაში და დარჩნენ თავშესაფრებში.
უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია აფეთქებების შესახებაც, თუმცა დეტელები ჯერჯერობით არ ზუსტდება არის თუ არა ეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების შედეგი. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი რუსების რაკეტების ჩამოგდების შესახებ იტყობინება.