რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დინამიკა პოზიტიურია. პუტინი იმედოვნებს, რომ მისი ჯარისკაცები მეტ გამარჯვებას მოიპოვებენ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინულ ქალაქ სოლედარზე დაამყარა კონტროლი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის Россия 1-ზე გადაცემაში „მოსკოვი. კრემლი. პუტინი ისაუბრა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„დინამიკა პოზიტიურია. ყველაფერი თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის გეგმის ფარგლებში ვითარდება. იმედი მაქვს, ჩვენი მებრძოლები კიდევ უფრო გაგვახარებენ მათი ბრძოლის შედეგებით, - განაცხადა პუტინმა.
15 იანვრის დილას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ რუსულმა ჯარებმა 14 იანვარს უკრაინის სამხედრო მართვისა და კონტროლის სისტემაზე და მასთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ ობიექტებზე განახორციელეს სარაკეტო თავდასხმა. როგორც სამინისტროში აღნიშნეს, ყველა დანიშნულ ობიექტზე მიზანი მიღწეულია.
გავრცელებული ინფორმაციის, ვიდეო და ფოტო მტკიცებულებების თანახმად, რუსეთის არმიამ 14 იანვარს დნიპროში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა, რასაც 25 ადამიანის სიცოცხლე შეეწერია, აქედან - 1 ბავშვია. სულ 73 ადამიანი დაშავდა, იძებნება - 43.