რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა ჟიტომირის მახლობლად უკრაინის სპეცოპერაციის ძალების სასწავლო ცენტრზე, სადაც უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, სარაკეტო შეტევა განახორციელეს. უწყების განმარტებით, დაიღუპა 100-ზე მეტი სამხედრო და მებრძოლი.
,,მაღალი სიზუსტის საჰაერო გაშვების რაკეტებმა უკრაინის ჟიტომირის რაიონის ოვრუჩის დასახლებასთან შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების საწვრთნელ ცენტრს დაარტყეს, სადაც უკრაინაში ჩასული უცხოელი დაქირავებულები იმყოფებოდნენ“, - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.