უკრაინაში ხორბლის მოსავლის აღება იწყება - სად შეინახავენ ფერმერები მარცვლეულს

უკრაინაში ხორბლის მოსავლის აღება იწყება - სად შეინახავენ ფერმერები მარცვლეულს

access_time2022-06-29 12:30:00

უკრაინა მსოფლიო ხორბლის 10%-ს, სიმინდის 16%-ს და მზესუმზირას ზეთის ნახევარს აწარმოებს. თუმცა ომმა პროდუქციის გატანა გაართულა. მშვიდობის დროს ქვეყანას 6 მლნ ტონამდე მარცვლეული გაჰქონდა ექსპორტზე ყოველთვიურად, მისი უმეტესობა კი შავი ზღვის პორტებით. რუსულმა საზღვაო ბლოკადამ კი ვაჭრობა შეაფერხა. რკინიგზას, სამანქანო და სამდინარო გზას მხოლოდ 2 მლნ ტონის გატარება შეუძლია თვეში. მარაგები იზრდება, ეს კი პრობლემას ამძაფრებს. ზამთარში დათესილი ხორბალი ივნისში უკვე ოქროსფერი ხდება, მაგრამ უკრაინის მარცვლეულის შესანახი საწყობები თავდასხმების შედეგადაა დაზიანებული ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ქვეყანას უკვე 20 მლნ ტონამდე მარცვლეული აქვს ბლოკირებული - რას მოუხერხებენ ფერმერები ახალ მოსავალს?


სამხრეთ უკრაინაში ფერმერებმა უკვე დაიწყეს მოსავლის აღება. მათ მალე სხვა რეგიონებიც მიჰყვებიან. მიუხედავად იმისა, რომ წელს წარმოება ერთი მესამედით შემცირდება, ქვეყნის მარცვლეულის ასოციაცია მაინც მოელის 26 მლნ ტონა სიმინდის, 19 მლნ ტონა ხორბლის, 7 მლნ ტონა ქერის და 13 მლნ ტონა ზეთოვანი კულტურების მოსავალს.


ზოგიერთი ფერმერი ამჯობინებს მარცვლეულის დაგროვებას იმ იმედით, რომ საბოლოოდ პორტები გაიხსნება, ვიდრე პოლონეთსა და რუმინეთში ტრანზიტის ხარჯები მოემატოს. ხელისუფლების გამოთვლებით, უკრაინაში წელს 10-15 მლნ ტონით ნაკლები მარაგი იქნება. მარცვლეულის ასოციაციაში კი ფიქრობენ, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალი, 25 მლნ ტონა იქნება.


შენახვის გარეშე, მოსავალი შეიძლება დალპეს ან მოიპარონ. ამის თავიდან ასარიდებლად, ფერმერები იყენებენ სპეციალურ ჩანთებს - გრძელ პოლიურეთანის სახელოებს, რომელთაც 200 ტონა მარცვლეულის შენახვა შეუძლიათ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ტარას ვისოცკის თანახმად, მთელი მოსავლის შესანახად 50,000 ამგვარი ჩანთა იქნება საჭირო. ხელისუფლებას დაკვეთილი აქვს მოძრავი შესანახი დანადგარებიც, რომლების განთავსება ნაკვეთშივე შეიძლება მარცვლეულის პარაზიტებისგან დასაცავად. მცირე მეწარმეები ადგილს საწყობებში ქირაობენ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ისინი სახელმწიფოს მიერ სერტიფიცირებული არაა და არც სპეციალური საშრობი მანქანებია განთავსებული, რამაც შესაძლოა, მოსავალი გააფუჭოს. სიმინდის დატოვება, ზამთრის განმავლობაში, ნაკვეთშივეა შესაძლებელი, თუმცა ხარისხის კლების რისკი იმატებს.



დასავლური ქვეყნები, რომლებიც ახლა ებრძვიან საკვების ფასების მკვეთრ ზრდას, უკრაინას დახმარებას სთავაზობენ. 14 ივნისს ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, პირობა დადო, რომ ააშენებდა დროებით საწყობებს უკრაინისა და პოლონეთის საზღვარზე. ეს შესაძლოა, გარკვეული შვება იყოს სიმინდის მოსავლის ასაღებად, რომელიც სექტემბრიდან იწყება, თუმცა, როგორც ვისოცკი ამბობს, ახლა მთავარი გამოწვევა საზღვრის ფიზიკურად გადაკვეთაა.


თუმცა ეს მექანიზმები ძვირია და არა საკმარისი. მაღალი ლოგისტიკური დანახარჯების გამო, უკრაინელი ფერმერები ფიქრობენ, დათესონ უფრო მომგებიანი სახეობები. სასოფლო-სამეურნეო საკონსულტაციო Barva Invest-ის დამფუძნებლის, ბოგდან კოტეცკის თქმით, ფერმერებმა უკვე ჩაანაცვლეს დაბალშემოსავლიანი სიმინდის ერთი მესამედი რაფსითა და მზესუმზირათი. სხვები შესაძლოა, შემდეგ სეზონს დაელოდონ. ექსპორტით მიღებული შემოსავლის შეწყვეტასა და სასუქის ფასების ზრდასთან ერთად, ომმა ფერმერებს განადგურებული ტექნიკა დაუტოვა და მათი ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოაქცია. ფერმერი ივან მიროშნიჩენკო, რომელიც ოლექსანდრიაში, კიევიდან 4 საათიან სავალზე ცხოვრობს, ამბობს, რომ მცირე იმედი აქვს შერჩენილი - „როდესაც ფერმერი ხედავს, რომ ზარალზე მუშაობს, რომ მისი საწყობი სავსეა, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს... ის დაფიქრდება, საერთოდ დათესოს თუ არა“.


წყარო: The Economist, bpn.ge





თეგები:
მოსავალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up