უკრაინასთან მიმართებაში რუსეთი სწორად მოქმედებს, ის იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გადაცემაში „მოსკოვი. კრემლი. პუტინი".
მისი თქმით, უკრაინასთან რუსეთის კონფლიქტში მოსკოვის ოპონენტები არიან დამნაშავე, რომელთა პოლიტიკა ისტორიული რუსეთის დაქსაქსვაზეა მიმართულია.
„გათიშე და იბატონე. ისინი ყოველთვის ამის გაკეთებას ცდილობდნენ, და ახლაც ამას ცდილობენ. ჩვენი მიზანი კი სხვაა - რუსი ხალხის გაერთიანება" - განაცხადა პუტინმა.
კითხვას, როგორ უნდა განერიდოს რუსეთი სახიფათო ზღვარს, პუტინმა უპასუხა - „არ ვთვლი, რომ ეს ამდენად სახიფათოა. მიმაჩნია, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვმოქმედებთ, ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს".
პუტინის თქმით, მოსკოვი მზადაა მოლაპარაკებისთვის ყველა მონაწილესთან, უკრაინასთან კონფლიქტის განმუხტვის მისაღებ ფორმებზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, ბოლო თვეების მოვლენებმა დამარწმუნა, რომ რუსი ხალხის 99.9 პროცენტი მზადაა „ყველაფერი დადოს" ქვეყნის ინტერესებისთვისო.
მოლაპარაკების გამართვის შესაძებლობაზე ბოლო ხანებში მოსკოვიც და კიევიც ლაპარაკობენ, თუმცა განსხვავებული პირობებით. უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ კიევი ესწრაფვის ყველა დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებას, ანექსირებული ყირიმის ჩათვლით. კრემლი კი აცხადებს, რომ მიერ მიერ ახლად დაპყრობილი უკრაინის ტერიტორიები რუსეთის ნაწილად უნდა გამოცხადდეს.