უკრაინელ ლტოლვილ ბავშვებს ადამიანებით მოვაჭრეებისგან  დამატებითი საფრთხე ემუქრებათ - UNICEF

უკრაინელ ლტოლვილ ბავშვებს ადამიანებით მოვაჭრეებისგან დამატებითი საფრთხე ემუქრებათ - UNICEF

access_time2022-03-19 19:30:08

იმ ბავშვებს, რომლებიც თავიანთ სახლებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ტოვებენ, ადამიანებით მოვაჭრეების მხრიდან დამატებითი საფრთხე ემუქრებათ, რადგან ისინი ხშირად ცდილობენ გამოიყენონ ქაოსი, რაც მოსახლეობის გადაადგილებას თან ახლავს, - ამ საფრთხის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) იუწყება. 

UNICEF-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის აფშან ხანის თქმით, ომი უკრაინაში მასიურ გადაადგილებას და ლტოლვილების ნაკადს იწვევს - პირობებს, რამაც შეიძლება ადამიანებით ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდა და ბავშვთა დაცვის მწვავე კრიზისი გამოიწვიოს.

”ლტოლვილი ბავშვები უკიდურესად დაუცველები არიან ოჯახებისგან განცალკევების, ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის კუთხით. საჭიროა რეგიონში, მთავრობებმა მიიღონ და გააძლიერონ ზომები ბავშვების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად”, - აღნიშნა ხანმა.

UNICEF-ისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის (ICAT) მიერ ჩატარებულმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ გამოვლენილი ტრეფიკინგის მსხვერპლთა 28% ბავშვები არიან.

ექსპერტები თვლიან, რომ სავარაუდოდ, ბავშვები უკრაინიდან ტრეფიკინგის პოტენციურ მსხვერპლთა კიდევ უფრო დიდ ნაწილს შეადგენენ. 24 თებერვლიდან 17 მარტამდე უკრაინიდან რუმინეთში მიმავალი 500-მდე უპატრონო არასრულწლოვანის იდენტიფიცირება მოხდა.


ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სულ მცირე 1,5 მილიონი ბავშვი გახდა ლტოლვილი, ათასობით კი ქვეყნის შიგნით დევნილად იქცა.

შეგახსენებთ,  უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 112 ბავშვი გარდაიცვალა და 140 ბავშვი დაშავდა.

გაეროს ცნობით, დაიღუპა 816 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 2,149. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up