უკრაინელი ბავშვების 60% საომარი მოქმედებების შემსწრე ან მონაწილეა. ამის შესახებ RBC-უკრაინა, „რეიტინგის“ კვლევაზე დაყრდნობით, იტყობინება.
გამოკითხვაში უკრაინელი დედები, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმისა და დონბასის გარდა, უკრაინის ყველა რეგიონიდან მონაწილეობდნენ.
დედების თქმით, ყველაზე ხშირად ბავშვები შემდეგ ტრავმულ მოვლენებს განიცდიდნენ: ნათესავებთან და მეგობრებთან განშორება (28%), ქვეყნის სხვა რეგიონში გადასვლა (25%), დაბომბვა (24%), ხანგრძლივად ყოფნა ცივ ოთახში (17%);
ბავშვების 11% წავიდა საზღვარგარეთ, 8% იყო ოკუპაციის ქვეშ, 6% შეესწრო ნათესავების ან მეგობრების სიკვდილს, 5%-მა დაკარგა სახლი, 5%-მა განიცდიდა შიმშილი და უწყლობა.
კვლევის მიხედვით, გამოკითხული ბავშვების დედების 19% სახლიდან მოშორებით ცხოვრობს, 20%-მა დატოვა საცხოვრებელი რეგიონი, მაგრამ უკვე უკან დაბრუნდა და 61%-ს არ შეუცვლია საცხოვრებელი ადგილი.
ამასთან, გამოკითხულთა 20% სახიფათოდ მიიჩნევს ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილს. ამ ადამიანების უმეტესობა ცხოვრობს დეოკუპირებულ სასაზღვრო რეგიონებსა და კიევში.
კვლევა 2023 წლის 27 იანვრიდან 1 თებერვლამდე ჩატარდა და მასში 3-დან 17 წლამდე ბავშვების დედები მონაწილეობდნენ.