უკრაინელ სამხედროს მკერდიდან აუფეთქებელი ყუმბარა ამოუღეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სამსახური ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. გამოქვეყნებულია 2 სურათი, ერთზე ასახულია რენტგენის სურათი, რომელზეც ჩანს ჯარისკაცის სხეულში გულთან ახლოს არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობა. მეორეზე კი ქირურგი, რომელსაც ხელში სხეულიდან ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობა უჭირავს.
გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია რომ სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საოპერაციო დარბაზში 2 გამნაღმველიც იმყოფებოდა. ოპერაცია ჩატარდა ელექტროკოაგულაციის გამოყენების გარეშე - სადაც ელექტრული დენი გამოიყენება ოპერაციის დროს სისხლდენის გასაკონტროლებლად - რადგან მოწყობილობა ნებისმიერ დროს შეიძლებოდა აფეთქებულიყო.
ოპერაცია გენერალ-მაიორმა ანდრიი ვერბამ ჩაატარა, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ქირურგია.
დაშავებული ჯარისკაცი ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია.