ევროპის საბჭოს განვითარების ბანკმა პოლონეთს, უკრაინიდან ლტოლვილების დასახმარებლად, 450 მილიონი ევროს ოდენობის სესხი დაუმტკიცა, - ამის შესახებ ბანკის პრესსამსახური იტყობინება.
თანხები გამოყენებული იქნება პოლონეთის მთავრობის "დახმარების ფონდის" ნაწილობრივ დასაფინანსებლად, რომელიც ეხმარება ბიზნესის ხარჯების ანაზღაურებას, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებიან.
სესხის ნაწილი ასევე მოხმარდება ერთჯერადად საბინაო ხარჯებს და ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას.
აღნიშნულია, რომ თანხები, პირველ რიგში, გადაეცემა ადგილობრივ ხელისუფლებას, ოჯახის საქმეთა და სოციალური პოლიტიკის, განათლებისა და მეცნიერებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, ასევე სოციალური დაზღვევის ინსტიტუტს.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის პოლონეთში უკრაინიდან ოთხ მილიონზე მეტი ლტოლვილია, ძირითადად ქალები, ბავშვები და მოხუცები.