უკრაინელი მილიარდერის კომპანია ევროკავშირის ელექტრომატარებლებს სარკინიგზო ბორბლებით მოამარაგებს

უკრაინელი მილიარდერის კომპანია ევროკავშირის ელექტრომატარებლებს სარკინიგზო ბორბლებით მოამარაგებს

access_time2022-07-08 14:45:00

სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინელი ბიზნესმენისა და მილიარდერის, ვიქტორ პინჩუკის კომპანია Interpipe-მა პირველად ევროკავშირის ბაზრისთვის ახალი ტიპის სარკინიგზო ბორბლების გამოშვება დაიწყო. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც „ნოვოე ვრემია“ ავრცელებს.


პირველი ექსპერიმენტული პარტია მომხმარებელს უკვე გაეგზავნა. Interpipe-მა ახალი ტიპის ბორბლის შემუშავება ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო. კლიენტის მთავარი მოთხოვნა დისკის სპეციალური ფორმის შექმნა იყო, რომლის დიამეტრიც 840 მმ იქნებოდა.


კომპანიის ცნობით, „ეს არის მე-2 კატეგორიის ბორბალი, რომელიც ევროპული სტანდარტის მიხედვით ER7 მარკის ფოლადისგან არის დამზადებული. ასეთი პროდუქტი 1435- მილიმეტრიან სარკინიგზო ხაზზე მოძრავი ელექტროშემადგენლობის ვაგონებისთვის არის განკუთვნილი, ანუ მისი დამონტაჟება ჩვეულებრივ საქალაქთაშორისო ელექტრომატარებლებზე არის შესაძლებელი.


Interpipe-ში აცხადებენ, რომ მალე უკრაინული ბორბლები ევროკავშირის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყნის ეროვნული სარკინიგზო ქსელის ვაგონებზე გამოჩნდება.



Interpipe მილებისა და სარკინიგზო პროდუქტების სამრეწველო კომპანიაა. მისი პროდუქცია მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანას მიეწოდება. 2021 წელს Interpipe-მა 602 ათასი ტონა მილისა და 174 ათასი ტონა სარკინიგზო პროდუქცია გაყიდა.


აპრილის დასაწყისიდან ვიქტორ პინჩუკის Interpipe-ის ქარხნებმა დნიპროში, ნიკოპოლსა და ნოვომოსკოვსკში მუშაობა განაახლეს.


Forbes 2022-ის რეიტინგში ვიქტორ პინჩუკი 1,9 მლრდ დოლარის ქონების მფლობელია. ის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას სიძე და კომპანია Interpipe-ის დამფუძნებელია. პინჩუკმა თებერვლის ბოლოდან 700 მლნ დოლარი დაკარგა.


bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up