უკრაინელმა სამხედროებმა მხოლოდ გუშინ 170 ოკუპანტის ლიკვიდირება განახორციელეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი იუწყება.
მათივე ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 8 ტანკი, 17 ჯავშანმანქანა და 11 ერთეული საავტომობილო ტექნიკა გაანადგურეს. ჰაერსაწინააღმდეგ თავდაცვის ქვედანაყოფებმა 3 თვითმფრინავი და 3 უპილოტო საფრენი აპარატი, ერთი ვერტმფრენი და 5 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ ავიაგამანადგურებლების მეშვეობით მიიტანა სარაკეტო იერიში ოკუპანტების სამხედრო აღჭურვილობის კოლონებსა და ჯარების კონცენტრირების ადგილებზე.
უწყების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში რუსი აგრესორების ცხრა შეტევა მოიგერიეს და ოკუპანტების ტექნიკა გაანადგურეს.