უკრაინელმა სამხედროებმა 3 ქალაქი, სუმი ოლქის რამდენიმე სოფელი და ვილხივკას დასახლება გაათავისუფლეს, თუმცა რუსულმა ძალებმა ქალაქი სლავუტიჩი დაიკავეს - უკრაინული მედია

უკრაინელმა სამხედროებმა 3 ქალაქი, სუმი ოლქის რამდენიმე სოფელი და ვილხივკას დასახლება გაათავისუფლეს, თუმცა რუსულმა ძალებმა ქალაქი სლავუტიჩი დაიკავეს - უკრაინული მედია

access_time2022-03-27 08:01:30

რუსულმა ძალებმა ქალაქი სლავუტიჩი დაიკავეს, - ამის შესახებ ქალაქის მერი, იური ფომიჩოვი აცხადებს, რომლის კომენტარსაც უკრაინული მედია აქვეყნებს.

როგორც ფომიჩოვი ამბობს, ქალაქი რუსული შეიარაღებული ფორმირებების მიერაა ოკუპირებული. ქალაქში სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოკუპანტებთან, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს.

"სლავუტიჩი დღეიდან ოკუპირებულია. ჩვენ მტკიცედ ვიცავდით ჩვენს ქალაქს, 3 დღის წინ მივიღეთ ულტიმატუმი ქალაქის უბრძოლველად ჩაბარების შესახებ, მაგრამ ჩვენმა სამხედროებმა, ეროვნულმა პოლიციამ, მიიღეს გადაწყვეტილება ქალაქის დაცვის შეშესახებ. სხვანაირად არ შეეძლოთ, ისინი სამხედროები არიან," - განაცხადა ქალაქის მერმა.

სლავუტიჩის დაკარგვის მიუხედავად, უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ტროსტიანეცი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას 93-ე მექანიზებული ბრიგადა ცივი იარი „ფეისბუქზე“ ავრცელებს. ტროსტიანეცის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სუმის ოლქის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ჟივიცკიმაც დაადასტურა.

93-ე მექანიზებული ბრიგადა ცივი იარი  აცხადებს, რომ  ქალაქიდან რუსული ჯარის „ელიტის“ - კანტემიროვის სატანკო დივიზია გააქციეს.

"დღეს ტერიტორიული თავდაცვის და ადგილობრივი პარტიზანი მებრძოლების დახმარებით, სუმის ოლქის ქალაქი ტროსტიანეცი გავათავისუფლეთ რუსული საოკუპაციო ძალისგან. რუსულმა არმიამ რამდენიმე წარუმატებლობა განიცადა და გაიქცა. მათ ტროსტიანეცში დატოვეს იარაღი, აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა," - აცხადებენ „ცივ იარში“.


უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქებიც, პოლტავკა და მალინივკიც, გაათავისუფლეს ოკუპაციისგან,- ამაზეც უკრაინული მედია იუწყება.

CNN-ის ინფორმაციით, რამდენიმე ვიდეოს გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ უკრაინულმა ჯარებმა კონტროლი აღადგინეს სუმის ოლქის რამდენიმე სოფელზე, ისევე როგორც ვილხივკას დასახლებაზე, რომელიც უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში, რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 32 კილომეტრში მდებარეობს.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up