უკრაინელთა 93%-ს სჯერა, რომ უკრაინა რუსეთის თავდასხმის მოგერიებას შეძლებს – კვლევა

უკრაინელთა 93%-ს სჯერა, რომ უკრაინა რუსეთის თავდასხმის მოგერიებას შეძლებს – კვლევა

access_time2022-03-20 16:47:24

სოციოლოგიური ჯგუფის „რეიტინგის“ მიერ 18 მარტს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელთა 93%-ს სჯერა, რომ უკრაინა რუსეთის თავდასხმის მოგერიებას შეძლებს.

გამოკითხულთა ნახევარი – 47% იმედოვნებს, რომ უკრაინა შეძლებს რუსეთთან ომის მოგებას უახლოეს რამდენიმე კვირაში, 23%-ს კი სჯერა, რომ ომი რამდენიმე თვეს გაგრძელდება, 12% ფიქრობს, რომ ომი დასრულდება ექვს თვეში ან ერთ წელიწადში ან მეტხანში, 17%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.

ამავე გამოკითხვით, ზელენსკის უშუალო მოლაპარაკებებს ვლადიმერ პუტინთან ომის დასრულებაზე მხარს უჭერს 74%, მეოთხედი კი – არა.

ამავდროულად, რუსეთთან დროებითი ზავის გაფორმებას უკრაინის ტერიტორიიდან მისი ჯარების გაყვანის გარეშე, გამოკითხულთა 89%-ის აზრით მიუღებელია.


რაც შეეხება უკრაინის ალიანსებში გაწევრიანებას, უკრაინის, პოლონეთის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის შექმნის მხარდაჭერა 61%-დან (იანვარში) 85%-მდე გაიზარდა. დღეს ასეთი ალიანსის მხარდაჭერა უფრო მაღალია, ვიდრე უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერა (72%).

გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ უკრაინა აუცილებლად უნდა შევიდეს ნატო-ში, 42% -ს აზრით კი, უკრაინამ უნდა გააგრძელოს თანამშრომლობა ნატო-სთან, მაგრამ არ გახდეს გაერთიანების წევრი.

გამოკითხვა ჩატარდა სოციოლოგიური ჯგუფის „რეიტინგის“ მიერ 18 მარტს უკრაინის ყველა რეგიონში, გარდა დროებით ოკუპირებული ყირიმისა და დონბასის ტერიტორიებისა. სატელეფონო ინტერვიუს გზით გამოიკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის 1000 ადამიანი. ცდომილება არის 3.1%.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up