"მარცვლეულის შეთანხმების" ფარგლებში, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის 44% ევროპაზე მოდის, 16% თურქეთზე, 14% კი აფრიკის ქვეყნებზე. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე განაცხადა
"სამწუხაროდ, დასავლეთი მხოლოდ პროვოკაციებით იყო დაკავებული და ვერ ახერხებდა, გამხდარიყო შუამავალი, უკრაინა-რუსეთის ომში. თურქეთმა კი შუამავლის როლი 2022 წელს აიღო და მარცვლეულის დერეფანის ამოქმედება შეძლო," - გაანცხადა ერდოღანს.
თურქეთის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ მისი ქვეყანა "რუსული მარცვლეულისგან, ფქვილის წარმოებას აპირებს, რომელიც რუსეთთან და გაეროსთან კოორდინაციით, აფრიკის გაჭირვებულ ქვეყნებში გაიგზავნება".