უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით საბორნე გადაზიდვები დროებით შეჩერებულია

უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით საბორნე გადაზიდვები დროებით შეჩერებულია

access_time2022-02-25 17:25:04

უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით საბორნე გადაზიდვები ჯერჯერობით შეჩერებულია, თუმცა რუსეთიდან ტვირთები ჩვეულებრივ მოძრაობს და მარაგის პრობლემა არ იქნება. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს.


მისი თქმით, პანიკის საფუძველი ჯერჯერობით არ არის და თამამად შეიძლება თქმა, რომ დახლებზე რაიმე პროდუქტის დეფიციტი არ შეიქმნება.

 

,,რუსეთიც და უკრაინაც ჩვენი სავაჭრო პარტნიორები არიან და მნიშვნელოვანია, რომ გადაზიდვებში პრობლემა არ გაჩნდეს. ამ ეტაპზე ისეთი სიტუაცია არ არის, რომ რაღაც პროდუქცია არ შემოდიოდეს, პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის. ყველაზე პრობლემურია ის გარემოება, რომ არავინ იცის, კონფლიქტი რამდენ ხანს გაგრძელდება. პარალელი შეიძლება გავავლოთ 2008 წლის ომთან, მაშინაც სავაჭრო ურთიერთობები დროებით შეჩერებული იყო, მაგრამ მარტო რუსეთის მიმართულება.  რისკი, რომ იმპორტში წყვეტა გვქონდეს,  არ იკვეთება. ამ ეტაპზე  უწყვეტი ჯაჭვი მუშაობს და ჩვეულებრივ ვაგრძელებთ მხარეებთან თანამშრომლობას.  რაც შეეხება უკრაინიდან ტვირთების მოძრაობას,  საბორნე გადაზიდვები შეჩერებულია, მაგრამ ესეც დალაგდება. სავარაუდოდ ორშაბათიდან განახლდება, მთავარია კონფლიქტი მალე დასრულდეს და პანიკა ავიცილოთ“, - ამბობს ივა ჭყონია.

 


მისი თქმით, ამ ეტაპზე ერთ-ერთი დიდი პრობლემა ლარის კურსია, რამაც შეიძლება პროდუქტის გაძვირება გამოიწვიოს. თუმცა რა მაჩვენებლით მოიმატებს ფასი, ჭყონია ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.

 

რაც შეეხება ლარის კურსს, შეგახსენებთ, რომ ლარი გაუფასურებას აგრძელებს.  ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1540 ლარია.


,,ბლუმბერგის“ სავაჭროი პლატფორმაზე 1 დოლარი ამ დროისთვის 3.1300 ლარად ივაჭრება.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up