უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქცია დაახლოებით 500-600 მილიარდი ევრო დაჯდება, ამის შესახებ განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ანა ბჟერდემ ავსტრიულ გაზეთ Die Presse-თან ინტერვიუში.
„ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნეთ მაჩვენებელი, რომელიც გამოითვლება ევროკომისიასთან და უკრაინის მთავრობასთან ერთად. რა თანხა იქნება საჭირო უკრაინის აღსადგენად და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში, მაგალითად, ენერგოეფექტურობის კუთხით? ივნისის დასაწყისისთვის ეს იყო დაახლოებით 350 მილიარდი ევრო.
მაგრამ მას შემდეგ, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა და მიაღწია 500-600 მლრდ ევროს“, - განაცხადა ბჟერდემ.
მისი აზრით, უკრაინის აღდგენისთვის საჭიროა მარშალის გეგმის მსგავსი ჯანსაღი სტრატეგიული გეგმა და ეს უნდა იყოს „სახელმწიფო და კერძო სახსრების ერთობლიობა“.