უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის სახლი გაჩხრიკა

უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის სახლი გაჩხრიკა

access_time2022-09-18 18:30:02

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ უკრაინელი ოლიგარქის იგორ კოლომოისკის სახლი გაჩხრიკა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სახლიდან ამოღებულია გარკვეული სახის დოკუმენტები და კომპიუტერული ტექნიკა. ჩხრეკა კომპანია უკრნაფტის 13 მილიარდი გრივნას ქონებისა და სახსრების მითვისების ფაქტზე ჩატარდა.


თვითმხილველების თქმით, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ოლიგარქის საცხოვრებელ სახლს დილის ხუთ საათზე ესტუმრნენ.


აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის უკან უკრაინული მედია წერდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იგორ კოლომოისკის უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.


შეგახსენებთ, რომ კოლომოისკიმ ქონება 1990-იანი წლების დასაწყისში, ერთ-ერთი პირველი კომერციული ბანკის PrivatBank-ის დაფუძნებით დააგროვა. ბანკი უკრაინის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი იყო და მასზე უკრაინის დეპოზიტების ⅓ მოდიოდა.



2016-ში კი ფულის გათეთრების სქემის გამოვლენის საბაბით, მთავრობამ მასში სპეციალური მართვა დააწესა და ბანკის სრული ნაციონალიზაცია მოახდინა. ამ პერიოდისთვის კოლომოისკისა და პეტრო პოროშენკოს შორის ურთიერთიერთობა უკვე დაძაბული იყო, მას 2015 წლის მარტში დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის თანამდებობის დატოვება მოუწია. 2019 წლის მაისამდე კოლომოისკი შვეიცარიაში ცხოვრობდა, ვოლოდომირ ზელენსკის არჩევის შემდეგ კი, უკრაინაში დაბრუნდა.


იგორ კოლომოისკის სახელს უკავშირდება კიდევ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები —FlyUIA.


როგორც ცნობილია სსრკ-ს დაშლის შემდეგ უკრაინის სახელმწიფო ავიაკომპანია Ukraine Airlines-ი ჩამოყალიბდა, რომლის ბაზაზეც შემდგომ კერძო კაპიტალის ჩართულობით Aerosvit Airlines-ი და FlyUIA შეიქმნა.


Ukraine Airlines-მა ოპერირება 2004 წელს ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტა.


Aerosvit-მა კი გაკოტრების პროცედურები 2012 წლის ბოლოს დაიწყო. FlyUIA-ს მაჟორიტარული პაკეტი, აქციების 61.58%-ი 2011 წელს გასხვისდა. შესაბამისად ავიაკომპანიის ახალი მფლობელები Aerosvit-ის ყოფილ მფლობელებთან, არონ მაიბერგთან და იგორ კოლომოისკისთან დაკავშირებული კომპანიები გახდნენ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up