ესპანურ გემზე დაკარგული ზურმუხტის თვლიანი ბეჭედი, რომელიც 400 წლის შემდეგ აღმოაჩინეს, აუქციონზე 1,2 მილიონ დოლარად გაიყიდა. მთელი თანხა უკრაინის დასახმარებელ ფონდში გადაირიცხება, ინფორმაციას Forbs-ი ავრცელებს.
ბეჭედში ანონიმმა მყიდველმა 15-ჯერ მეტი ფასი გადაიხადა, ვიდრე აუქციონის სახლს ჰქონდა დაწესებული. ბეჭედი თავდაპირველად 70,000 დოლარად იყო შეფასებული.
6,25 კარატიანი ზურმუხტის ბეჭედი ესპანური გემ Nuestra Señora de Atocha-ზე იპოვე. გემი 1622 წელს დღევანდელი ფლორიდის სანაპიროზე მომხდარი ქარიშხლისას ჩაიძირა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი თითქმის ყველა ადამიანი დაიღუპა.