უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩერნობილის ატომურ სადგურზე ტერაქტის მომზადების ბრძანება გასცა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო აცხადებს.
„იგეგმება ტექნოლოგიური კატასტროფის მოწყობა, რაზეც ოკუპანტები შეეცდებიან პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრონ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური ოკუპანტების ხელშია. ადგილზე ვითარება მძიმეა. უკვე რამდენიმე დღეა უკრაინა საერთაშორისო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ არსებობს გაჟონვის საფრთხე, რადგან სადგურს ელექტროენერგია არ მიეწოდება და ვერ ხდება მისი გაგრილება.