უკრაინის დროებითი რწმუნებული - ქართველებო, თქვენ არაჩვეულებრივები ხართ, აღფრთოვანებული ვარ უკრაინის მხარდაჭერის დონით

უკრაინის დროებითი რწმუნებული - ქართველებო, თქვენ არაჩვეულებრივები ხართ, აღფრთოვანებული ვარ უკრაინის მხარდაჭერის დონით

access_time2022-03-07 19:00:00

უკრაინის საელჩო საქართველოში მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს, საქმიანი წრეების წარმომადგენლებს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის მხარდაჭერისთვის უკრაინისთვის ასეთ რთულ დროს, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა ჰუმანიტარულ დახმარებაზე საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა.


ანდრეი კასიანოვის თქმით, საქართველოს მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის ძალიან „დროული და მნიშვნელოვანია“.


„ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ პოლონეთის, მეგობრების, ასეთი სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის და ჩვენ ამას არასდროს არ დავივიწყებთ. საქართველო ასევე გვიდგას გვერდში ამ საკითხში. 6 მარტს, კვირას უკრაინაში გაიგზავნა თვითმფრინავი ჰუმანიტარული დახმარებით, სამედიცინო აღჭურვილობა 40 ტონა, მედიკამენტები, სურსათი ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები და ყველაფერი, რასაც ძალიან საჭიროებს ახლა უკრაინის მოსახლეობა. ეს არის ძალიან დროული და მნიშვნელოვანი დახმარება. უკრაინის საელჩო საქართველოში გამოთქვამს მადლიერებას პირველ რიგში საქართველოში ყველა უკრაინელის მიმართ, ასევე მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს, საქმიანი წრეების წარმომადგენლებს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის მხარდაჭერისთვის უკრაინისთვის ასეთ რთულ დროს“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.


ანდრეი კასიანოვი ბრიფინგზე რუსეთის მიერ საქართველოსთვის რძის პროდუქტების ბაზრის გახსნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე მადლიერია „იმ განმარტებების, რომლებიც გასცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა“.



„რაც შეეხება ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ცალკეულ ასპექტებს, მინდა, ხაზი გავუსვა ერთ მომენტს, მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახდინა შესაბამისი რეაგირება საკუთარ განცხადებაში ამ ინფორმაციაზე, ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად და მადლობლები ვართ იმ განმარტებების, რომლებიც გასცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ბატონმა ლევან დავითაშვილმა.


ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი სპეკულაციისგან და ხაზს ვუსვამთ რუსულ კომპანიებთან ბიზნესის წარმოების დაუშვებლობას, რაც რუსეთს დამატებით რესურსებს აძლევს უკრაინის წინააღმდეგ სისხლისმღვრელი ომის გასაგრძელებლად. მიღებული მოგება კი მოკლული უკრაინელების სისხლით არის გაჟღენთილი“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.


საუბრის ბოლოს ანრეი კასიანოვმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის.


„მინდა მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ქართველებო, თქვენ არაჩვეულებრივები ხართ, აღფრთოვანებული ვარ უკრაინის მხარდაჭერის დონით, უსაზღვროა ჰუმანიტარული დახმარება, მიტინგები უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველოს ტერიტორიაზე, თქვენთან, თქვენს ოჯახებში უკრაინის მოქალაქეების დაბინავებასთან დაკავშირებული წინადადებები, ყველა ქუჩა, ხიდები უკრაინის დროშის ფერებშია, ჩვენ უკრაინელები ვგრძნობთ, რომ თქვენ ყოველთვის ჩვენ გვერდით ხართ და უკრაინასთან ერთად მზად ხართ, იბრძოლოთ თქვენი დამოუკიდებლობისთვის, დემოკრატიისთვის და თქვენი თავისუფალი არჩევანისთვის“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up