რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის ეკონომიკის აღდგენა 411 მლრდ დოლარი დაჯდება, რაც 2,6-ჯერ აღემატება უკრაინის მოსალოდნელ მშპ-ს 2022 წელს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
ეს თანხა გასული წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ 349 მილიარდ დოლარს 62 მლრდ-ით აღემატება.
2023 წელს კრიტიკული და პრიორიტეტული ინვესტიციებისთვის უკრაინას 14 მლრდ დოლარი დასჭირდება, რაც დამატებით 11 მლრდ დოლარის დაფინანსებას მოითხოვს და რაც უკრაინის 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია.
მოთხოვნილებების დაახლოებით 22% მოდის ტრანსპორტის ხარჯებზე, 17% - საცხოვრებელზე, 11% - ენერგეტიკაზე და 7% - სოფლის მეურნეობაზე.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ყველაზე დიდი პროპორციული ზრდა დაფიქსირდა ენერგეტიკაში, სადაც ზარალი ხუთჯერ აღემატებოდა 2022 წლის ივნისის დონეს.