უკრაინის ეროვნული ბანკი ავრცელებს ინფორმაციას, რომ საბანკო სისტემა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის კირილ შევჩენკოს ინფორმაციით მოსახლეობას ფულის განაღდების ლიმიტი დაუწესდა:
„ჩვენ არ ვზღუდავთ უნაღდო ტრანზაქციებს, ვზღუდავთ კლიენტების ანგარიშიდან ფულის განაღდებას დღეში 100 000 გრივნის ($3300) ოდენობით. ეს არ ითვალისწინებს ხელფასს და სოციალურ შეღავათებს. ეს თანხა სავსებით საკმარისია ნებისმიერი ჩვენგანის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. კლიენტების ანგარიშებიდან ნაღდი ფულის გაცემა უცხოურ ვალუტაში აკრძალულია. მთავრობა გადახდებს შეზღუდვების გარეშე აწარმოებენ. ბანკომატებში ფულით შეზღუდვების გარეშე ახლდება“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა კირილ შევჩენკომ.