უკრაინის ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე 400 მლრდ გრივნას (10,83 მლრდ დოლარი) ემისია განახორციელა. ამის შესახებ უმაღლესი რადას დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა განაცხადა.
„ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ბოლო ბეჭდვა განახორციელა, რომლის მოცულობა 15 მილიარდი გრივნაა (406 მლნ დოლარი). სულ ჯამში კი მან 400 მილაირდ გრივნას მიაღწია“ - დაწერა მან საკუთარ „ტელეგრამ“ არხზე. მისივე ინფორმაციით, წლის ბოლომდე დამატებით ემისიებს ეროვნული ბანკი არ აპირებს.
ფულის ბეჭდვა უკრაინის ხელისუფლებას ბიუჯეტის დეფიციტის აღმოსაფხვრელად და სამხედრო და სოციალური პროგრამების დაფინანსებისთვის, ასევე სახელმწიფო ვალის მომსახურებისთვის სჭირდება. დაბალი განაკვეთების გამო, ფინანსთა სამინისტრო ვერ ახერხებს თანხის ამოღებას საჭირო რაოდენობით სახელმწიფო ობლიგაციების ხარჯზე. ბანკს უწევს ფასიანი ქაღალდების ამოყიდვა, გრივნების ემისიების გაზრდა და ინფლაციის პროვოცირება.
მანამდე, უკრაინის ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ არ აპირებენ მომავალ წელს გრივნის შემდგომ ემისიებს, იმისათვის, რომ შეინარჩუნონ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.
წყარო: bpn.ge