უკრაინის ეროვნულმა ბანკმა ციფრული გრივნის გამოყენების ვარიანტები განიხილა

უკრაინის ეროვნულმა ბანკმა ციფრული გრივნის გამოყენების ვარიანტები განიხილა

access_time2021-07-12 20:00:11

უკრაინის ეროვნულმა ბანკმა საფინანსო ბაზრის მოთამაშეები ციფრულ ვალუტაზე – e-გრივნაზე პოტენციური მოთხოვნისა და მისი გამოყენების ვარიანტებზე გამოკითხა. დეტალებზე MC.today–ს რედაქცია მოგვითხრობს.


გამოკითხვაში, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ჩაატარა, საფინანსო ბაზრების 100 ექსპერტი მონაწილეობდა. ყველა რესპონდენტს e-გრივნის გამოყენების ექვსი ვარიანტის შესახებ 30 კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. მათ შორის,  e-გრივნა როგორც:

– საცალო უნაღდო ანგარიშსწორების ინსტრუმეტი (p2p, p2b, b2b)

–  სამიზნე სოციალური გადახდების ინსტრუმენტი (g2p)

– ფასიანი ქაღალდებისა და სხვა საფინანსო ინსტრუმენტების ანგარიშსწორების ინსტრუმენტი (b2b)

– იურიდიული პირებისთვის კორპორაციული გადახდების ინსტრუმენტი (b2b)

– ტრანსსასაზღვრო გადახდების ინუსტრუმენტი (b2b, p2p, p2b)

– შემოსავლიანი საფინანსო ინსტრუმენტი.

 

რა გადაწყვიტა ბაზარმა


 

ბაზრის მონაწილეთა აზრით, e-გრივნის გამოყენების ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია უნაღდო ანგარიშსწორება (p2p გადარიცხვები ფიზიკურ პირებს შორის და ელექტრონული კომერციის ოპერაციების წარმოება). ქულების რაოდენობის მეორე ადგილზე აღმოჩნდა e-გრივნა, როგორც ტრანსსასაზღვრო საგადახდო საშუალება (p2p–გადარიცხვები ფიზიკურ პირებს შორის). მესამე ადგილზე გავიდა – სამიზნე სოციალური გადახდები. ხოლო ბოლო ადგილი დაიკავა e-გრივნამ, როგორც ვირტუალური აქტივების ინსტრუმენტმა.

 

შედეგი

 

უკრაინის ეროვნული ბანკი ელექტროგნული გრივნის შესაძლებლობების შესწავლას გააგრძელებს და შემდეგ ვარიანტებს განიხილავს:

 

– e-გრივნა უნაღდო ანგარიშსწორებებისთვის „პროგრამირებადი“ ფულის ფუნქციონალით და სამიზნე სოციალური გადახდების შესაძლებლობით

– e-გრივნის გამოყენება ვირტუალური აქტივების ბრუნვის სფეროში

– e-გრივნა ტრანსსასაზღვრო გადახდებისთვის.

 

რა არის ცნობილი e-გრივნის შესახებ

 

e-გრივნა უკრაინის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტაა, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. ბანკმა ტექნოლოგიის საპილოტე პროექტი 2018–2019 წლებში დატესტა. ცენტრალურ ბანკში მიიჩნევენ, რომ e-გრივნა უნაღდო ოპერაციებს გააიაფებს საკომისიოს არარსებობის ხარჯზე და გაზრდის მოსახლეობის ნდობას საფინანსო სერვისებისადმი.

 

mc.today

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up