უკრაინის მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უახლოეს დღეებში განიხილება - ამის შესახებ ინფორმაცია ევორპული საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლ მიშელმა სოციალურ ქსელ twitter - ზე გაავრცელა. - ამის შესახებ ინფორმაციას cnn ავრცელებს.
„ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება უკრაინისთვის ურყევია, რუსეთის აგრესიით გამოწვეული ჰუმანიტარული ტანჯვის შესამსუბუქებლად და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით“, - აღნიშნა მიშელმა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი Twitter-ზე მიშელთან მიშელთან საუბრის შესახებ წერდა.
საუბრისას განიხილეს ბირთვული ობიექტების საფრთხე, სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა.