მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 7.2 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.4 პროცენტიანი ზრდით, რამაც 4.36 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში როგორც „კომერსანტთან“ დეველოპერული კომპანია „არსის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელ აღნიშნა, ბინებზე ფასი ორი მიზეზით არის გაზრდილი, ესენია სამშენებლო მასალის გაძვირება და უცხოელების ნაკადები ვისაც თბილისში ბინის შეძენა სურთ.
„ბინებზე ფასი ორი მიზნით არის გაზრდილი, ერთი მიზეზი არის ის, რომ ნებისმიერ სამშენებლო მასალაზე ფასი გაიზარდა, ასევე გაზრდილია საწვავის ფასი და ყველაფერი იმის ფასი რითაც მშენებლობა შედგება. მეორე მიზეზი რამაც ბინებზე ფასების ზრდა გამოიწვია არის იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა ვისაც ბინის ყიდვა საქართველოში უნდა, საბაზრო ეკონომიკიდან გამომდინარეობს ის, რომ მოთხოვნის ზრდამ ფასის ზრდაც გამოიწვია. მომავალში რა და როგორ იქნება ძალიან ძნელი სათქმელია, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება არის, რომ უკრაინის გამარჯვების შემდეგ, საქართველოში ბინებზე ფასები მკვეთრად გაიზრდება, ჩემი ვარაუდია, რომ საქართველო ძალიან მიმზიდველი ქვეყანა გახდება. ბინებზე ფასის ზრდა მხოლოდ ახალაშენებულ ბინებს არ ეხება, მაგალითად თუ ქვეყანაში ბინის ფასზე გვაქვს 10% -იანი ზრდა და ვთქვათ მოქალაქეს აქვს 100 000 ლარიანი ბინა მისი ბინის ფასი 110 000 გახდება. ზრდა არ ეხება მხოლოდ ახალაშენებულ ბინებს მოსახლეობა ს თუ ჰქონდა 100 000 ლარიანი ბინა, და ქვეყანაში 10% -ით გაიზარდა ბინების ფასი მისი ბინის ფასი გაიზრდება“, - აღნიშნა ირაკლი როსტომაშვილმა.
თაკო კვაჭანტირაძე