უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის შეჭრიდან მე-19 დღეს რაიმე არსებითი ცვლილებები არ მომხდარა.
გენერალური შტაბის მიერ დღეს, 14 მარტს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს რუსეთის არმიის 4 თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატები. გენშტაბის ოფიციალური შეტყობინების თანახმად, საოკუპაციო ძალებს ყველა მიმართულებით შემტევი ოპერაციებისას რაიმე განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევიათ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ბელარუსის სპეციალური ოპერაციების ძალების ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ბელარუსის არმიის სპეცრაზმელები უკრაინასთან ომში მონაწილეობას არ მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ სმარტრუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს, უკვე 19-ე დღეა.
radiotavisupleba.ge