უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ჟიტომირის რეგიონში, ქალაქ ოვრუჩში სარაკეტო დარტყმის შედეგად 30 კერძო სახლი დაზიანდა, რომელთაგან 5 სრულად განადგურდა, წინასწარი ინფორმაციით, რაკეტის ჩამოვარდნას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყო 10 ადამიანი და 2 ერთეული ტექნიკა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ცალკე თავდასხმისას კოროსტენში, ქალაქ ოვრუჩის სამხრეთით, ღამით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა.
ამასთან, ათი კერძო სახლი დაინგრა და ერთი შენობა დაიწვა. სარდაფიდან ხუთი ბავშვი გამოიყვანეს.