როგორ იყენებენ რუსეთ-უკრაინის ომში დრონებს?

როგორ იყენებენ რუსეთ-უკრაინის ომში დრონებს?

access_time2022-07-27 20:00:49

რუსეთ-უკრაინის ომში ათასობით უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენება - როგორც მტრის პოზიების გამოსავლენად, ასევე რაკეტების გასაშვებად და საარტილერიო ცეცხლის გასახსნელად.

 

ორივე მხარე აქტიურად იყენებს საბრძოლო დრონებს.

 

რომელ საფრენ აპარატებს ფლობენ უკრაინა და რუსეთი ?

 

უკრაინის მთავარი სამხედრო დრონი თურქული წარმოების “Bayraktar TB2-ია“. ეს უკანასკნელი დაახლოებით მცირე  ვერტმფრენის ზომისაა - ბორტზე პატარა კამერები  და ლაზერული მართვის ბომბები აქვს.

 

რუსეთი, ძირითადად თავისივე წარმოების დრონებს იყენებს, უმეტესად “Orlan-10-ს”. ეს დრონები პატარა კამერებითა და მცირე ზომის ბომბებით არის აღჭურვილი.

 

ჯეკ უოთლინგი, Royal United Services Institute-ის წარმომადგენელი, ამბობს, - ომის დაწყებისას რუსეთი ათასობით ასეთი დრონს ფლობდა, თუმცა ახლა რამდენიმე ასეულიღა დარჩა. უკრაინა კი 50-ზე ნაკლები “Bayraktar TB2-ით” ჩაერთო ომში, თუმცა უოთლინგი არ ასახელებს ამჟამად რამდენი ასეთი დრონია უკრაინის საავიაციო ფლოტში.

 

ბაირაქტარ-TB2

 

რამდენად ეფექტურია სამხედრო დრონები ?

 

ორივე მხრისთვის დრონების გამოყენება განსაკუთრებით ეფექტური  აღმოჩნდა, მტრის პოზიციების გამოსავლენად და დასაბომბი წერტილების მოსანიშნად.

 

“Orlan-10-ის დახმარებით, რუსებს  დაახლოებით 3-დან 5 წუთამდე სჭირდებათ საკუთარი იარაღის მტრისკენ მისამართად. მათ გარეშე ეს დრო შეიძლება 20-დან 30 წუთამდე გაიწელოს“ - ამბობს უოტლინგი.  

 

ორლან-10


 

Bayraktar TB2-მა“ ომის  საწყის ეტაპზე უამრავი ქება დაიმსახურა.

 

„თურქული დრონების დახმარებით, უკრაინელებმა რუსული არმიის არაერთი ობიექტი გაანადგურეს, მათ შორის კრეისერი „მოსკვა“, რომლის ჩაძირვაშიც ბაირაქტარმა უმნიშვნელოვანესი  როლი ითამაშა,“ -  დოქტორ მირონი.

 

მაგრამ, ჯეკ უოლთინგი აღნიშნავს, რომ ომის შემდგომ ეტაპზე რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ არაერთი “ბაირაქტარი“ გაანადგურა: თურქული დრონი საშუალო სიმაღლეზე დაფრინავს, ამას გარდა, საკმაოდ ნელია და  დიდი, ამიტომ მათი ჩამოგდება რთული სულაც არაა“.

 

როგორ გამოიყენება არასაომარი დრონები ?

სამხედრო დრონები საკმაოდ ძვირადღირებულია - ერთი “Bayraktar TB2-ი” დაახლოებით 2 მილიონი დოლარი ღირს. აქედან გამომდინარე, ორივე მხარე - განსაკუთრებით უკრაინა - აღნიშნულ დრონებს, პატარა მოცულობის, კომერციული დრონებით ანაცვლებს, მაგალითად “DJI Mavic 3-ით,“ რომლის ღირებულება 1900 დოლარია. “DJI Mavic-ი“ მხოლოდ 46 წუთს დაფრინავს და სულ რაღაც 30 კილომეტრს ფარავს.

DJI Mavic 3

 

მართალია, შესაძლებელია ასეთი დრონის მცირე ზომის ბომბებით აღჭურვა, მაგრამ მათი ძირითადი გამოყენება მაინც მტრის პოზიციების აღმოჩენაა.

 

როგორ იცავს თავს დრონებისგან, ორივე მხარე ?

 

სამხედრო დრონებისგან რუსეთი რადიოლოკაციურ თავდაცვას იყენებს, კომერციულებისგან - სპეციალურ ელექტრომოწყობილობებს - ამბობს დოქტორ მირონი.

„რუსულ ძალებს აქვთ სტუპორის თოფი, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს გამოსცემს. ეს ტალღები კომერციულ დრონებს GPS-ის გამოყენებაში უშლის ხელს.

 

რუსი სამხედროები ასევე იყენებენ “Aeroscop-ის“ მსგავს ონლაინსისტემებს. ამ გზით ცდილობენ კომერციულ დრონებსა და მათ ოპერატორებს შორის კავშირი აღმოაჩენიონ და შემდგომ გაწყვიტონ.

 

ასეთ სისტემებს ასევე შეუძლია დრონის დამტვრევა, მისი ბაზაზე დაბრუნება ან მისთვის ინფორმაციის გადაცემის შეზღუდვა.

 

რუსების ინფორმაციით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები საშუალოდ 1 კვირას ძლებენ.

სტუპორი

 

ვინ აწვდის რუსეთ-უკრაინას დრონებს ?

 

თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთი ირანისგან ყიდულობს “Shahid-ის“  სამხედრო დრონებს. ცნობისთვის,  სწორედ ამ დრონებს  იყენებდნენ ჰუსიტები საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამიზნეებზე თავდასხმისთვის.

 

 

ელონ მასკის კომპანია “SpaceX-ი“ უკრაინას “Starlink-ის“ სატელიტურ საკომუნიკაციო სისტემას აწვდის. ეს კომერციულ დრონებსა და ოპერატორებს შორის  უსაფრთხო კავშირს შექმნის.

 

 

როგორ ყიდულობს უკრაინა დრონებს ?

 

უკრაინა ქრაუდფანდინგით აპირებს 200 უპილოტო საფრენი აპარატის შეძენას.

 

Bayraktar TB2-ის მსგავსი დიდი აპარატების გარდა, უკრაინელები შედარებით მომცრო ზომის მზვერავ აპარატებსაც ეძებენ“, –დოქტორი უოთლინგი.

 

კალუშ ორკესტრმა - ევროვიზია 2022-ის  გამარჯვებული - თავისი პრიზი 900 000 დოლარად გაყიდა. ეს თანხა  უკრაინული წარმოების დრონების - “PD-2“ - შესაძენად გადარიცხა.

წყარო: bbc.com




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up