უკრაინის მიერ ყირიმის ან დონბასის დაბრუნების ოპერაციამ, შესაძლოა, რუსეთს ესკალაციისკენ უბიძგოს, მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენებისკენაც კი - The Economist

უკრაინის მიერ ყირიმის ან დონბასის დაბრუნების ოპერაციამ, შესაძლოა, რუსეთს ესკალაციისკენ უბიძგოს, მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენებისკენაც კი - The Economist

access_time2022-11-28 20:40:10

 

უკრაინის დასავლელი პარტნიორებს თავშეკავებული მიდგომა აქვთ უკრაინის მიერ ანექსირებული ყირიმისა და ოკუპირებული დონბასის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Economist-ი ავრცელებს.

 

ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინა რუსი პარტიზანების მხრიდან წინააღმდეგობის წინაშე შეიძლება დადგეს და ყირიმის ვიწრო და ღია ზოლებისა თუ ჭაობების საფრთხის შესახებ უნდა დაფიქრდეს.

 

„ყირიმში სამხედრო ოპერაციები ათასობით დაღუპულით მთავრდება: მხოლოდ გასულ საუკუნეში ასობით ათასი დაიღუპა, განსაკუთრებით რუსეთის სამოქალაქო ომსა და მეორე მსოფლიო ომში, რომ აღარაფერი ვთქვათ 1850-იანი წლების ყირიმის ომის დროს უზარმაზარ მსხვერპლზე. [...] სამხედრო ექსპერტები, რომლებიც კარგად იცნობენ ნახევარკუნძულის რელიეფს, აღნიშნავენ, რომ ნახევარკუნძულის ტოპოგრაფიამ უნდა დააფიქროს უკრაინა“, - ნათქვამია ბრიტანული გამოცემის სტატიაში.

 

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის დასავლელი პარტნიორები შიშობენ, რომ ყირიმის ან დონბასის დაბრუნების ოპერაციამ რუსეთს ესკალაციისკენ შეიძლება უბიძგოს, მათ შორის ბირთვული იარაღიც გამოყენებისკენაც კი.


 

გამოცემა The Economist-ი ასევე წერს, რომ უკრაინის პოლიტიკური ლიდერები პირად საუბრებში აღიარებენ, რომ დონბასისა და ყირიმის დაბრუნება უფრო რთული იქნება და რომ იქ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ მტრულადაა განწყობილი კიევის მიმართ.

 

„ყირიმის დაბრუნების ოპერაცია, სავარაუდოდ, პრორუსული ძალების მხრიდან პარტიზანულ წინააღმდეგობას წააწყდება. უკრაინის სარდლობას თავშეკავებული მიდგომა შემდეგი ნაბიჯების მიმართ“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ ყირიმის დაბრუნების მცდელობა სამხედრო თვალსაზრისით ძვირი დაჯდება და უკრაინის მოკავშირეებში განხეთქილებას გამოიწვევს.

 

 

imedinews





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up