უკრაინის მოქალაქეების თითქმის მეოთხედი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები ომის გამო - გაერო

უკრაინის მოქალაქეების თითქმის მეოთხედი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები ომის გამო - გაერო

access_time2022-03-19 10:57:38

"უკრაინის მოქალაქეების თითქმის მეოთხედი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები ომის გამო" - ამის შესახებ გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის ახალი მოხსენებიდან ირკვევა.

დოკუმენტის მიხედვით, თითქმის 6,5 მილიონმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი ქვეყნის შიგნით, 3,3 მილიონზე მეტმა კი ქვეყანა დატოვა და ლტოლვილად იქცა.

ორგანიზაციის ცნობით, , 16 მარტს უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ 933 000-ზე მეტი მომხმარებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) თანახმად, დაიღუპა 816 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 2,149. ამავდროულად, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „ნამდვილი რიცხვები სავარაუდოდ გაცილებით მაღალი იქნება, რადგან ძალადობრივი შეტაკებები გრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით“.


ვითარება კვლავ გაუარესებულია მარიუპოლში, სადაც ქალაქის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაღუპულია 2,350 ადამიანი, თუმცა შესაძლოა, მსხვერპლის რაოდენობა ორჯერ მეტი იყოს. მარიუპოლის საკრებულოს ინფორმაციით, საომარი მოქმედებების შედეგად საცხოვრებელი კორპუსების 80% დაზიანდა, აქედან 30%-ის აღდგენა შეუძლებელია.

ვითარება მძიმეა ნიკოლაევშიც, სადაც, Human Rights Watch-ის უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ ოკუპანტებმა კასეტური საბრძოლო იარაღი გამოიყენეს. მჭიდროდ დასახლებული ქალაქი გასული კვირის განმავლობაში არაერთხელ დაბომბეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და დაზიანდა სახლები, ბიზნესცენტრები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ხერსონის ოლქში, რომელიც თითქმის მთლიანად ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ რეგიონის სამხრეთ ნაწილში, წყალსა და ელექტროენერგიაზე წვდომის გარეშე მყოფი ადამიანების რაოდენობა 45 750-ს აღწევს,"  - აღნიშნულია გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის ახალ მოხსენებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up