ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატაიული ღონისძიების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ,,თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინის“ უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. უკრაინის მოქალაქის ს.კ.-ს კუთვნილი ბარგის, ეჭვის საფუძველზე, შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში მოწყობილ სპეციალურ სამალავში 3 კილოგრამამდე ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინი“ იქნა აღმოჩენილი.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.