უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს წინასწარი შეფასებით, 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მშპ 16%-ით შემცირდება, წლიურმა კლებამ კი შესაძლოა 40%-ს მიაღწიოს.
როგორც უკრაინის ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე, დენის კუდინი განმარტავს, ყველაზე მეტად ის დარგები დაზარალდნენ, სადაც დისტანციურად მუშაობა ვერ ხერხდება. ესენია: ავიაცია, საზღვაო ტრანსპორტი, მომსახურების სფერო, სადაც ბიზნესი უშუალოდ მუშაობს მომხმარებლებთან.
კუდიანის შეფასებიღ, ბოლო 10 დღის განმავლობაში ეკონომიკა აღდგა და უსაფრთხო რეგიონებში ბიზნესი მუშაობას უბრუნდება
მისივე განმარტებით, საწარმოების მნიშვნელოვანმი ნაწილი გაჩერებულია.