უკრაინის მთავრობა რუსი და ბელარუსი პოლიტიკოსების კრიპტო საფულეებზე ინფორმაციას ითხოვს
ვიცე-პრემიერმა მიხაილო ფედოროვმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინის კრიპტო საზოგადოება დააჯილდოებს მათ, ვინც ამ ინფორმაციას მიაწვდის. მთავრობამ ჰაკერების ონლაინ ფორუმებზე უკვე გამოაქვეყნა, რომ კიბერშეტევებისგან დასაცავად დახმარება სჭირდება.
უკრაინული მხარის განმარტებით, პოლიტიკოსების კრიპტო საფულის ინფორმაციისთვის ჯილდოები კერძო შემოწირულებებით დაფინანსდება და არა მთავრობისგან. შემოწირულებები ძირითადად გაცემულია ეთერიუმში, ასევე ბიტკოინში და სხვა კრიპტოვალუტაში.
ძალისხმევის მიზანი პოლიტიკოსების მისამართების სიის უახლოეს ორ-სამ დღეში გამოქვეყნება და მათი კრიპტო ბირჟებთან გაზიარებაა. უკრაინას სურს ამ მისამართების მონიშვნა, როგორც „ტოქსიკური, რათა მათთან ტრანზაქციები აღარ აწარმოონ.