უკრაინის მხარდასაჭერად აუცილებელია ერთიანობის შენარჩუნება - ბორის ჯონსონი

უკრაინის მხარდასაჭერად აუცილებელია ერთიანობის შენარჩუნება - ბორის ჯონსონი

access_time2022-06-26 14:28:53

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის გამარჯვებას მაღალი ფასი ექნება. აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიცემული ინტერვიუს დროს განაცხადა.


მისი თქმით, მსოფლიო ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ უკრაინის მხარდაჭერის ფასი, მათ შორის ენერგიაზე და საკვებზე ფასის მომატება, თუმცა ასევე უნდა გააცნობიერონ, რომ რუსეთის გამარჯვების ფასი გაცილებით მაღალი იქნება.


„თქვენ იცით, გვაქვს ჩვენი გაზის ოთხი პროცენტი რუსეთიდან. გერმანიაში ეს არის 40 პროცენტი. ისინი რეალური ზეწოლის ქვეშ არიან. მათ ენერგია სხვაგან უნდა მოიპოვონ, ისინი ამას აკეთებენ. ისინი იღებენ მსხვერპლს, რადგან ხედავენ, რომ თავისუფლების ფასის გადახდა ღირს. არ უნდა მოხდეს ისეთი დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის ძალადობრივი ოკუპაცია, როგორიც უკრაინაა და არ უნდა შეიცვალოს მისი საზღვრები ძალის გამოყენებით. ამის შედეგები, რაც ხდება მსოფლიოში, მძიმეა, მაგრამ უკან დახევის ფასი, პუტინისთვის წარმატების მიღწევის მიცემის ფასი, უკრაინისთვის უზარმაზარი ნაწილების ჩამოჭრის, მისი დამპყრობლური პროგრამის გაგრძელების ფასი, ბევრად მაღალი იქნება. აქ ეს ყველას ესმის“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.



ამასთან, ბორის ჯონსონის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად აუცილებელია ერთიანობის შენარჩუნება და ლიდერებმა უნდა განაგრძონ საკუთარი ძალისხმევა, რადგან მოსახლეობასა და პოლიტიკოსებში შესაძლოა, ომის თემამ დაღლილობა გამოიწვიოს.


„ჩვენ აქ ვართ გერმანიაში, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნებთან ერთად, აქცენტს ვაკეთებთ უკრაინაზე და იმაზე, როგორ შევინარჩუნოთ უკრაინის მხარდამჭერი კოალიცია ერთად იმ დროს, როდესაც, მოგეხსენებათ, რეალურად, იქნება დაღლილობა მოსახლეობაში და პოლიტიკოსებში. ყველაზე წარმოუდგენელი რამ, თუ როგორ უპასუხა დასავლეთმა პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრას – ეს იყო ერთიანობა. მოგეხსენებათ, ნატო იყო მტკიცე, დიდი შვიდეული იყო მტკიცე და ჩვენ კვლავაც მტკიცენი ვართ. მაგრამ ამ ერთიანობის დასაცავად, იმისთვის, რომ ამან იმუშაოს, ნამდვილად უნდა გქონდეთ გულწრფელი დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა ხდება, ზეწოლაზე, რომელსაც განიცდიან მეგობრები და პარტნიორები ინდივიდუალურად, განიცდის მოსახლეობა, იქნება ეს ენერგიაზე, საკვებზე, თუ სხვა რამეზე ხარჯების ზრდა. ასე რომ, მხოლოდ ერთად გადაწყვეტილებების მოძიებით შეგიძლიათ, შეინარჩუნოთ ეს ერთიანობა და გააგრძელოთ წინსვლა“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.


https://1tv.ge/





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up