საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის ომი ძლიერ მიწისძვრას ჰგავს, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებზე, ტალღოვანი ეფექტი ექნება.
მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, რომ კონფლიქტი შეამცირებს ეკონომიკის ზრდას, დააჩქარებს ინფლაციას გლობალურად და ქვეყნებს, ბიზნესს და შინამეურნეობებს უფრო სერიოზული სავალო პრობლემები შეექმნებათ.
გეორგიევას თქმით, უკრაინასა და რუსეთზე ჯამურად ხორბლის მსოფლიო ვაჭრობის მეოთხედზე მეტი და სიმინდის გაყიდვების მეხუთედი მოდის. რაც უფრო დიდხანს დარჩება რუსული ჯარები უკრაინაში, მით უფრო დიდხანს რჩებიან ქვეყნის ტრაქტორები და კომბაინები უმოქმედოდ, რაც საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას.
“ჩვენ გვექნება ძალიან სერიოზული პრობლემები, რაც განსაკუთრებით რთული იქნება მყიფე სახელმწიფოებისთვის”, - განაცხადა გეორგიევამ.
გეორგიევა ამბობს, რომ “საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვალდებულია შეინარჩუნოს სრული სურათი ისე, რომ პროაქტიული ზომები იქნას მიღებული, ვიდრე პრობლემაზე რეაგირება, როდესაც ის წარმოიქმნება გაცილებით მაღალი ფასით”.