რუსეთი უკრაინის ომზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის Wikimedia Foundation Inc.-ს სასამართლოში უჩივის. მიზეზი Wikipedia-ზე უკრაინაში მიმდინარე ომის, ოფიციალური რუსეთის ფორმულირებით - „უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის“, შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაა. შეგახსენებთ, რომ Wikipedia, Wikimedia Foundation-ს ეკუთვნის.
რუსული პრესა წერს, რომ სასამართლო ამ საქმეებს აპრილში განიხილავს. თუ Wikimedia დამნაშავედ ცნეს, მას 12 მილიონ რუბლამდე ჯარიმის გადახდა ემუქრება. სასამართლო სხდომები მოსკოვში 6, 13 და 18 აპრილს გაიმართება.
კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (როსკომნადზორი) მანამდე მსგავსი ზომები Google-ის და Twitch-ის და წინააღმდეგ მიიღო. რის შემდეგაც Google-ს თავისი რესურსების რუსულ საიტებზე რეკლამა აეკრძალა.